თბილისის პოლიციის ახალი უფროსი
ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი წარუდგინა. ამ დრომდე გოგნიაშვილი, გურიის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დანაშაულთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო პოლიციის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
