პარლამენტის ახალი რეგლამენტი ბიუროზე ინიცირებულია
პარლამენტის ახალი რეგლამენტი ბიუროზე ინიცირებულია. ცვლილების მიხედვით, გაორმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ დეპუტატებს ყველა სასესიო კვირაში ექნებათ შესაძლებლობა კითხვით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. ასევე, ხდება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპის დასრულების შემდეგ, დებატების წესის ხელახალი მოწესრიგება. შესაბამისად, გაუქმდება მინისტრის საათის ფორმატი. ახალი პროექტის მიხედვით, მუდმივმოქმედ საბჭოებს დროებითი კომისიები ჩაანაცვლებს. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესი. დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, კომიტეტების ნაცვლად, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის წევრს წარუდგინოს.
