შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი წარუდგინა. ამ დრომდე გოგნიაშვილს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, მათ შესაბამისი დავალებები მისცა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დანაშაულთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც. სამუშაო თათბირზე საუბარი ასევე შეეხო პოლიციის თანამშრომელთა სამუშაო პირობების მეტად გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
