მმართველ გუნდში ამერიკული ფონდების ევროპულით ჩანაცვლებაზე საუბრობენ
ამერიკული ფონდების ევროპულით ჩანაცვლებაზე საუბრობენ მმართველ გუნდში, მიზანი ამ შემთხვევაშიც, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაა. პარლამენტის თავმჯდომარე კორუფციის ნიშნებს ხედავს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისში, საელჩოს სახელით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში , რომლის მიზანიც გაცხადებული გეგმით, მუნიციპალური არჩევნების წინ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა. შალვა პაპუაშვილი ეჭვობს, რომ წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ეს თანხები უნდა მისცენ „ისფედს“ და მსგავს ორგანიზაციებს. ბრიტანეთის საელჩოს „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა საგრანტო პირობებთან დაკავშირებით , ასევე დაინტერესების შემთხვევაში, გაიცემა თუ არა გრანტი „ისფედზე“, რომელიც საქართველოში „პივიტის“ სკანდალშია გახვეული. საელჩო გვპასუხობს, რომ დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ღია კონკურსის გზით ხდება და რომ წინასწარ არ შეუძლიათ განსაზღვრონ რომელი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას
