სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრალური ფესტივალი დასრულდა
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრალური ფესტივალი დასრულდა. სპეციალურმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში პრიზიორები გამოავლინა. ფესტივალის გამარჯვებული „საუკეთესო სპექტაკლი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დააჯილდოვა. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. მონაწილეობდა 15 ქვეყნის წარმომადგენელი.
