აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება. მათ შორის სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი. ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს კახეთში. სამართალდამცველებმა პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია: წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის წინასწარ ახდენდა ადგილმდებარეობის შესწავლას. ოთხივე დაკავებულის შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
