კორუფციის ნიშნებს ხედავს პირველი კანონმდებელი იმ საგრანტო კონკურსში, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, საელჩოს სახელით გამოაცხადა
კორუფციის ნიშნებს ხედავს პირველი კანონმდებელი იმ საგრანტო კონკურსში, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, საელჩოს სახელით გამოაცხადა და რომლის მიზანიც გაცხადებული გეგმით, მუნიციპალური არჩევნების წინ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა. ბრიტანეთის საელჩოს „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა. ვცდილობთ გავარკვიოთ საგრანტო პირობები , ასევე დაინტერესების შემთხვევაში გაიცემა თუ არა გრანტი „ისფედზე“, რომელიც საქართველოში „პივიტის“ სკანდალშია გახვეული. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ადგილი აქვს ამერიკული ფონდების, ევროპულით ჩანაცვლებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის შემოტანაა.
