ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. განიხილავენ ქართული მხარის გადაწყვეტილებასაც. იანვარში, ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციის მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრმა დელეგაცია დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პარლამენტს, პასე-ში დელეგაცია არ ჰყავს და შესაბამისად უფლებამოსილების ცნობის საკითხიც განხილული ვერ იქნება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები, ევროსაბჭოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ.
