განათლების მინისტრმა, ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა
განათლების მინისტრმა, ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. ქალაქ ბოლნისის მესამე საჯარო სკოლა 210 მოსწავლეზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლა კი 440 მოსწავლეზეა გათვლილი. მინისტრი, სკოლებში განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, გაეცნო.
