თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ერთი დღე ჯარში“ აქტიურად მიმდინარეობს
თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ერთი დღე ჯარში“ აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხონში მდებარე მეექვსე საარტილერიო ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, სადაც საპილოტე პროგრამა „სამხედრო საქმე“ ისწავლება. ახალგაზრდებმა საარტილერიო ბრიგადაში ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები და ჯარისკაცის ეკიპირება დაათვალიერეს, გაეცნენ ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებას და სიმულაციური კლასითაც დაინტერესდნენ.
