აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ
აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ. მანამდე, სულხან თამაზაშვილისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო სხდომაზე მოუსმინეს. წარადგინეს სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და ხედვები დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართება ბიუროს სხდომა. მმართველ გუნდში საუბრობენ, რომ სულხან თამაზაშვილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას, ახალ პოზიციაზე წარმატებით გამოიყენებს.
