პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალ კვირაში განაახლებს
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს, მუშაობას მომავალ კვირაში განაახლებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა სააკაშვილის რეჟიმის უმძიმესი დანაშაულები და დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს.
