ევროკომისიის სკანდალური აღიარება
ევროკომისიის სკანდალური აღიარება. იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ევროპული ფონდების თანხების არა მიზნობრივ და გაუმჭვირვალე ხარჯვასთან დაკავშირებით წლებია ამბობს, თავად ევრო კომისიამ დაადასტურა. ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს განაგებს სკანდალში ეხვევა. სკანდალურ აღიარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ იქსზე ვისეგრად 24 წერს, რომელსაც თავის მხრივ წყაროდ ავსტრიულ გამოცემა ექსპრესს იყენებს. კერძოდ, აღიარების თანახმად, ევრო კავშირის სახსრები, რომლებიც"კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ" მემარცხენე არა სამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია თანხებზე ლაიფ პროგრამიდან, რომლითაც გარემოსდაცვითი ინიციატივები უნდა დაფინანსებულიყო - პროგრამა 2014 წლიდან 9 მილიარდ ევროს მოიცავს. ავსტრიული გაზეთის ცნობით, წინასწარ განსაზღვრული პროგრამების ნაცვლად, თანხები კონსერვატიულ და ევრო სკეპტიკურ ხმებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკომისია მოკლე განცხადებას ავრცელებს და ლობირებას აღიარებს.
