ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას საფუძველი არ არსებობს
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას საფუძველი არ არსებობს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სრულფასოვნად უნდა ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი, რადგან მსგავს მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს.
