პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ასევე ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის ქნესეთის თავმჯდომარეს
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ასევე ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის ქნესეთის თავმჯდომარეს. თურქმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ხალხის ნება უზენაესია, ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგებს, რომლებიც სამომავლო განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე. ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, კი ისაუბრეს ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე.
