საფრანგეთის ლიგა ერთის 28-ე ტურში „ლიონმა“ უშუალო კონკურენტი „ლილი“, 2:1 დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა ერთის 28-ე ტურში „ლიონმა“ უშუალო კონკურენტი „ლილი“, 2:1 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მხოლოდ 68-ე წუთიდან ჩაერთო. ქართველ ფეხბურთელს ლიონის მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. „ლიონმა“ ამ გამარჯვებით 48 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 აპრილს, „ოსერს“ შეხვდება, თუმცა მანამდე ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.