წყალდიდობა ბრაზილიაში
წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო დე ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 24 საათის განმავლობაში რეგიონში რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა, რამაც წყალდიდობასთან ერთად, ზოგან მეწყერი გამოიწვია. 350-მდე ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. მეტეოროლოგიური სამსახურები ამინდის გაუარესებას არ გამორიცხავენ.
