7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში მასტერ ლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერმა გამარჯვებულებს მიულოცა და მომავალი ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
