აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის სულხან თამაზაშვილისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურა დაიწყო
აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის სულხან თამაზაშვილისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურა დაიწყო. დღევანდელ საკომიტეტო მოსმენებზე სულხან თამაზაშვილი და მინისტრთა კაბინეტის უცვლელი შემადგენლობა სამთავრობო პროგრამას, სამოქმედო გეგმასა და ხედვებს წარმოადგენენ. დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართება ბიუროს სხდომა. მმართველ გუნდში საუბრობენ, რომ სულხან თამაზაშვილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას, ახალ პოზიციაზე წარმატებით გამოიყენებს.
