ცესკოს მიერ კენჭისყრის დღის რეგულაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებაზე და ამ თემაზე დაწყებულ სპეკულაციებზე საუბრობენ „ქართულ ოცნებაში“
ცესკოს მიერ კენჭისყრის დღის რეგულაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებაზე და ამ თემაზე დაწყებულ სპეკულაციებზე საუბრობენ „ქართულ ოცნებაში“. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ამბობ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ და ამავდროულად არჩევნების პროცედურებზე გარკვეული შენიშვნები გაქვს, ეს ადასტურებს, რომ შენ მხარდამჭერებს ატყუებ.
