პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებებს შორის ღირებულებით და ინტერესთა თანხვედრასა და ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ დადებითად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა. მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა.
