უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. თურქმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ხალხის ნება უზენაესია, ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგებს, რომლებიც სამომავლო განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე. შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება საქართველო თურქეთ აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი თავმჯდომარეების დონეზე. ნუმან ქურთულმუშმა შალვა პაპუაშვილი თურქეთში მიიწვია.
