საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში უზბეკეთში ოფიციალური შეხვედრები მიმდინარეობს
საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში უზბეკეთში ოფიციალური შეხვედრები მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. მანამდე, ქართული მხარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა ფრანგ და შვეიცარიელ კოლეგებს. საფრანგეთთან საუბარი შეეხო საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს, რა შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა რომ საქართველო ვერ მოიქცევა სხვა ქვეყნების მსგავსად იმის გათვალისწინებით, რომ არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის. შვეიცარიასთან შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე.
