შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ტარიფები სატელეფონო საუბრისას განიხილეს კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა
შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ტარიფები სატელეფონო საუბრისას განიხილეს კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო ომი არავის ინტერესებშია, თუმცა მაგიდაზე ყველა ვარიანტი უნდა იდოს. მათივე ცნობით, სტარმერმა და მაკრონმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს.
