კრივოი-როგზე თავდასხმის გამო, უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
კრივოი-როგზე თავდასხმის გამო, უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით რუსეთის მიერ ოთხ და ხუთი აპრილის ღამეს მიტანილი იერიშების შედეგად 18 მოქალაქე, მათ შორის 9 ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია 61 ადამიანი. საგანგებო განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა.
