დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან
დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან. ისინი კომიტეტების წინაშე სამოქმედო გეგმით წარდგებიან. ხვალ, კი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, სულხან თამაზაშვილია, რომელიც პრეზიდენტმა და პრემიერმა წარადგინეს.
