პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რჩებიან ისევ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ფული გამოიყენონ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა მოახდინონ
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რჩებიან ისევ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ფული გამოიყენონ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა მოახდინონ. მისი თქმით, ახლა გარკვეულ წილად სხვა ფონდებით ხდება ჩანაცვლება. ცნობისთვის, USAID-ი ახალმა ფონდმა ჩაანაცვლა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო პროგრამას აცხადებს, რათა მათი თქმით, „ხელი შეუწყონ 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარებას“.