7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, შვიდი შვიდზე ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში მასტერ ლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერმა გამარჯვებულებს მიულოცა და მომავალი ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
