ომი და პოლიტიკა
უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, კრივოი როგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. კიევი რუსეთის მხრიდან გახშირებულ საჰაერო იერიშებს გმობს და შეერთებულ შტატებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, კრემლს უკრაინაში ომის დასრულება არ სურს და მოლაპარაკების გაჭიანურებას ცდილობს