ნარკოდანაშაული - 6 დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
