ახალი რეგლამენტი
მმართველი გუნდი ახალი რეგლამენტის შედეგად საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებას ელის. ამბობენ, რომ ყველა ცვლილება რაც ბოლო პერიოდში ხორციელდება, მხოლოდ ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული. ახალი რეგლამენტის პროექტით, ორმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა. მინისტრები დეპუტატების კითხვებს ყოველ სასესიო კვირას უპასუხებენ. საკანონმდებლო წინადადების ადრესატი, კომიტეტების ნაცვლად, პარლამენტის თითოეული წევრი გახდება. იცვლება მიდგომები დროებით კომისიებთან მიმართებაშიც. ახალ რეგლამენტს პარლამენტი მაისის ბოლომდე მიიღებს, მისი ამოქმედება კი პირველ ივლისს იგეგმება
