რადიკალიზმის წახალისება
არაერთი მოწოდების მიუხედავად უცხოური ჩარევის მცდელობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც გერმანიის საელჩოს მიერ მედიისთვის გაცემულ პასუხს გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ დღემდე არ უნახავთ არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა. მისი თქმით, ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად. ამ თემას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც მწუხარება გამოთქვა ცალკეული საელჩოებისა და ორგანიზაციების მოქმედებებზე, რომლებიც ღირებულებებს არ ეფუძნება
