სუსის ახალი ხელმძღვანელი
საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო სახელმწიფო ინსტიტუტია. სწორედ ამ სამსახურის გამართულ-სტრუქტურულ მუშაობაზე დიდწილად დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის სტაბილური განვითარება. საქართველოში ეს კარგად გამოჩნდა განვლილი ექვსი წლის განმავლობაში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არაერთი გამოწვევა ჰქონდა. ამ გამოწვევებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სტრუქტურამ ღირსეულად გაართვა თავი გრიგოლ ლილუაშვილის ხელმძღვანელობით და ასევე დიდი იმედი გამოთქვა, რომ მისი მემკვიდრე ანრი ოხანაშვილი, რომლის წარდგენაც დღეს მოხდა, წარმატებით გააგრძელებს როგორც უწყების ხელმძღვანელობას, ასე სირთულეების გადალახვასაც
