გელათის რეაბილიტაცია
გელათი - როგორც ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი, ან უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ძლიერი და ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, დღეს განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. მონასტრის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა ქუთაისში ანგარიში წარადგინა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ. ყველა თანხმდება, რომ ახლა მთავარია სამუშაოების სწორად დაგეგმვა და წარმართვა, რომ არ დაზიანდეს უნიკალური მოზაიკა, კედლის მხატვრობა და მთლიანად ძეგლის ავთენტურობა, რადგან გელათი, ისევე როგორც სხვა ძეგლები იუნესკოს მფარველობის ქვეშაა
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
