ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს მხარდაჭერა გამოუცხადა
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, ის რაც მარინ ლე პენის წინააღმდეგ კეთდება, დემოკრატია არ არის. ლე პენი რამდენიმე დღის წინ სასამართლომ ევრო კავშირის სახსრების არა მიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნო. პოლიტიკოსს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აქედან ორი წელი შინაპ ატიმრობა, ორი კი პირობითი სასჯელია. მას ასევე 5 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება