დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ თეირანს ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკება სურს
დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ თეირანს ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკება სურს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გაუცხადა. კითხვაზე, იტყვის თუ არა ირანის ხელისუფლება უარს შუამავლებზე და დათანხმდება თუ არა პირდაპირ მოლაპარაკებას, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ მას ამის მოლოდინი აქვს. მანამდე თეირანში არაერთგზის განაცხადეს, რომ ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამაზე პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას არ აპირებდნენ
