ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იქნებოდა
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იქნებოდა. ამის შესახებ მარკ რუტემ „ახალ ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2024-ი წლის ვაშინგტონის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ნატოსკენ უკრაინის სვლა შეუქცევადია, თუმცა ეს ფორმულირება გრძელვადიან პერსპექტივას ეხებოდა. ზუსტად რა ვადებში მოხდება ნატოში უკრაინის გაწევრიანება, რუტეს თქმით, არავინ იცის
