გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა ქუთაისში ანგარიში წარადგინა
გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა ქუთაისში ანგარიში წარადგინა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრმა და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ. პრემიერის განცხადებით, სამუშაოები სწორად არის დაგეგმილი. სახელმწიფო და ეკლესია მჭიდროდ თანამშრომლობენ. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამებს. კომისიის წევრებმა და უცხოელმა ექსპერტებმა რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრეს