The Telegraph: მაკრონი შესაძლოა ევროპის წარმომადგენელი გახდეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინთან მოლაპარაკებებზე შესაძლოა ევროპის წარმომადგენელი გახდეს. ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, საფრანგეთის ლიდერი მზად იქნება ეს მისია იკისროს, როდესაც შესაფერისი მომენტი დადგება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაკრონს ამ ნაბიჯისკენ „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ სხვა წევრები უბიძგებენ იმაზე აპელირებით, რომ ის ადრე მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდა ვლადიმირ პუტინთან. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, კირ სტარმერი მოსკოვთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს
