უკრაინის პრეზიდენტი მოელის, რომ შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს
უკრაინის პრეზიდენტი მოელის, რომ შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო შეერთებული შტატები ძლიერ ნაბიჯებს გადადგამს. უკრაინის ლიდერმა უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსების საკითხზეც ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ის ამ თემაზე საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ხელმძღვანელობას ესაუბრა და შეთანხმება სავარაუდოდ ერთ თვეში შედგება