პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
