თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა ჯაფარიძის მიმართ 50 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს. მას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს მამუკა ხაზარაძეს
