ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის განცხადებით, საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვინმეს წაართვა დაკვირვების უფლება, აბსურდია
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის განცხადებით, საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვინმეს წაართვა დაკვირვების უფლება, აბსურდია. მან კომენტარი გააკეთა კენჭისყრის დღის რეგულაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებაზე. მისი თქმით, დადგენილების მიხედვით, შეუძლებელია, ვინმემ შეაფერხოს ამომრჩეველი საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისას. ამ თემაზე დღეს განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. სახელისუფლო პარტიაში ამბობენ, რომ ცესკო მაღალი სტანდარტით მოქმედებს და რადიკალების მხრიდან სპეკულაციები უცხო არ არის
