საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მიიღო. მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს და აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში აჭარაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები და ამ საქმეს ღირსეული გაგრძელება სჭირდება
