პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ანრი ოხანაშვილი წარუდგინა
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ანრი ოხანაშვილი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა სუსის ახალი ხელმძღვანელის მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და მას წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახალ მოადგილეებს ირაკლი ბერაიას, გელა გელაძეს და ლევან ხარანაულს. პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს. უწყების ახალმა ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ის დიდი და გამორჩეული ნდობა, რომელიც პრემიერ მინისტრმა, სამთავრობო გუნდმა და საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა
