გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა ანგარიში წარადგინა
გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამებს. კომისიის წევრებმა და უცხოელმა ექსპერტებმა რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრმა და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ. პრემიერის განცხადებით, სამუშაოები სწორად არის დაგეგმილი. სახელმწიფო და ეკლესია მჭიდროდ თანამშრომლობს. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა
