მარკო რუბიო: დონალდ ტრამპი რუსეთთან დაუსრულებელი მოლაპარაკების მახეში არ გაებმება
დონალდ ტრამპი რუსეთთან დაუსრულებელი მოლაპარაკების მახეში არ გაებმება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, სურს თუ არა რუსეთს მშვიდობა, მალე გაირკვევა და თუ მოსკოვი შეთანხმების მიღწევას სტრატეგიულად აჭიანურებს, ტრამპი შესაბამისად იმოქმედებს
