კრივოი როგზე თავდასხმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა
კრივოი როგზე თავდასხმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 9 ბავშვია. რუსების სამიზნე ქალაქის დასახლებული რაიონები გახდა. ჭურვი ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ რესტორანთან აფეთქდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ამის შემდეგ, კი ქალაქს დრონებით დაესხნენ თავს
