მანიპულირების მორიგი კამპანია კენჭისყრის დღის რეგულაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით
მანიპულირების მორიგი კამპანია კენჭისყრის დღის რეგულაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით. გიორგი შარაბიძის განცხადებით, საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვინმეს წაართვა დაკვირვების უფლება აბსურდია. მისი თქმით, დადგენილების მიხედვით შეუძლებელია ვინმემ შეაფერხოს ამომრჩეველი საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისას. ცნობისთვის, შესაბამის სამართლებრივ აქტში დაზუსტდა რამდენიმე პროცედურა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, საარჩევნო კოდექსითა და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ასევე ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა
