ჯაფარიძეს ბრალი წარედგინა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა - ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წაუყენა. ისევე, როგორც ხაზარაძე, კომისიის მხრიდან დაბარების მიუხედავად, ჯაფარიძე სხდომაზე არ მივიდა. ეს ქმედება კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
